LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ChatGPT დაიბლოკა

177
page

იტალია გახდა პირველი ქვეყანა დასავლეთში, რომელმაც ამერიკული სტარტაპ კომპანიის, OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა, ChatGPT დაბლოკა. იტალიის მონაცემთა დაცვის ორგანომ Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილი, ამერიკული OpenAI-ს მიერ შექმნილი ჩატბოტის დაბლოკვის და გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება, კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე მიიღო.

ბრძანების მიხედვით, OpenAI-ის დროებით შეუჩერდა იტალიელი მომხმარებლების მონაცემების დამუშავება. ამის მიზეზი კი ევროპის მკაცრი უსაფრთხოების რეგულაციების შესაძლო დარღვევა გახდა.

იტალიის მონაცემთა დაცვის ორგანო ასევე მიუთითებს, რომ არ არსებობს მომხმარებელთა ასაკის ვერიფიკაციის ფუნქცია და აპლიკაციას „არასრულწლოვანებისთვის, გამოცდილებისა და ცნობიერების შეუსაბამო კონტენტის მიწოდება შეუძლია“.

OpenAI შესაძლოა, 21.8 მლნ დოლარით დაჯარიმდეს, თუკი სიტუაციას 20 დღის განმავლობაში არ გამოასწორებს.

ჩატბოტი უკვე დაბლოკილია რამდენიმე ქვეყანაში, მაშ შორის, ჩინეთში, ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთში.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში უკვე არსებობს შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის (AI) პოტენციურ რისკებზე, მათ შორის, სამუშაო ადგილების ჩანაცვლების, დეზინფორმაციისა და მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, ამ კვირის დასაწყისში ილონ მასკმა, ამ ტიპის ხელოვნური ინტელექტის სისტემების შეჩერება მოითხოვა, იმის შიშით, რომ მათ განვითარებაში რბოლა უკონტროლო გახდა.

ChatGPT Google-ს ორ წელიწადში გაანადგურებს

Microsoft თავის საძიებო სისტემაში ChatGPT-ს ჩაშენებას აპირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები