LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში კლუბების ნასვამი სტუმრებისთვის უფასო ტაქსი იმუშავებს

132
DrunkDriver-1

იტალიაში წვეულებების ნასვამი სტუმრებისთვის უფასო ტაქსი იმუშავებს. ახალი ინიციატივით ქვეყანას გზებზე არაფხიზელ მდგომარეობაში მოძრავი მძღოლების რაოდენობის შემცირება და საგზაო უსაფრთხოების გაზრდა სურს.

უფასო ტაქსი მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 ღამის კლუბის სიახლოვეს იმუშავებს.

ავტომფლობელს და მასთან მყოფ პირებს მგზავრობის საფასურს იმ შემთხვევაში აუნაზღაურებენ, თუკი დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ალკო-ტესტი დაშვებულზე მაღალ დონეს აჩვენებს.

პროექტი სექტემბრის შუა რიცხვებამდე იმოქმედებს და თუკი ექსპერიმენტის დამსახურებით ნასვამ მძღოლებთან დაკავშირებული ავტო-საგზაო შემთხვევების რიცხვი შემცირდება, ინიციატივას მომავალშიც გააგრძელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g