LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში კომოს ტბის ჰაერის გაყიდვა დაიწყეს

115
42194286_10214677568787620_8904266648345640960_n

იტალიამ კომოს ტბის ჰაერით სავსე ქილების გაყიდვა დაიწყო. როგორც CNN წერს, თითო ასეთი ქილის ფასი 9,9 ევრო იქნება.

უჩვეულო იდეის ავტორი ცნობილი მარკეტოლოგი დევიდ აბაგნეილია. დევიდს სურდა შეექმნა რაიმე ორიგინალური, რისი ყიდვაც და სუვენირად სახლში წაღება ნებისმიერ მსურველს შეეძლებოდა. „ეს არ არის პროდუქტი, ეს არის მოგონება, რომელიც შეგიძლიათ გულით ატაროთ..“

სპეციალისტმა მოგზაურებს ისიც შესთავაზა, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ ამ ქილებში კალმები და ფანქრები შეინახონ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კომოს ტბას 5,6 მილიონი ადამიანი ესტუმრა და ტურიზმის ადგილობრივი ბიუროს ინფორმაციით, ეს ციფრები ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება.

ადგილობრივი ჰაერით სავსე ქილებს ყიდიან ასევე ინგლისში, შოტლანდიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში და ისლანდიაში. ასე რომ, მსგავსი სუვენირები საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები