იტალიის პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ იტალიური მედია bolognatoday.it იუწყება.
როგორც ირკვევა, 41 წლის მამაკაცზე, საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. გამოცემის ცნობით, თ.ბ. ბოლონიაში, მარკონის აეროპორტში მას შემდეგ დააკავეს, რაც მესაზღვრეებმა მისი იდენტიფიცირება შეძლეს. მამაკაცი ბოლონიაში თბილისიდან ჩაფრინდა. დაკავების შემდეგ ის დოცაში (DOZZA) წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
საქართველოს მოქალაქის ძებნა რუსეთის ფედერაციამ 2015 წლის აგვისტოში დაიწყო, სადაც მკვლელობის ბრალდებით 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლო მისი რუსეთში ექსტრადირების საკითხზე იმსჯელებს.