იტალიის ქალაქ პარმაში მაღაზიის გაქურდვაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს თავისუფლების სამი წლით აღკვეთა მიუსაჯეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ქალაქ პარმას სასამართლომ მიიღო.
ვერდიქტის თანახმად, 33 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, დამნაშავედ სცნეს ქურდობასა და მაღაზიის მფლობელის მიმართ ფიზიკურ ძალაშობაში. სამართალდამცველების თქმით, ქართველი თავდამსხმელის მოკავშირე ჯერ ისევ ძებნაშია.
გასული წლის სამ აპრილს, იტალიის ქალაქ პარმაში მდებარე მაღაზიაში შეიარაღებული ადამიანები შეიჭრნენ და 10 ათასი ევროს ნივთები მოიპარეს. გარდა ამისა, მძარცველებმა მაღაზიის მეპატრონე 86 წლის ქალიც გაკოჭეს.