LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წელს აზიის განვითარების ბანკის 58-ე წლიურ შეხვედრას იტალია უმასპინძლებს

120
მილანი

2025 წლის 4-7 მაისს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) რიგით 58-ე წლიურ შეხვედრას იტალია უმასპინძლებს.

ღონისძიება იტალიაში პირველად ტარდება, შეხვედრები მილანში გაიმართება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს ევროპაში გამართული აზიის განვითარების ბანკის პირველი წლიური შეხვედრა იქნება.

58-ე წლიური შეხვედრის თემაა „გამოცდილების გაზიარება, ხვალინდელი დღის შენება“.

წლიური შეხვედრა არის აზიის განვითარების ბანკის 68 წევრი ქვეყნის მმართველთა მთავარი შესაძლებლობა განიხილონ აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში არსებული განვითარების პრობლემები და გამოწვევები. წლიურ შეხვედრას ესწრება ათასობით მონაწილე, მათ შორის ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკების მმართველები, მთავრობების მაღალი რანგის პირები, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ,აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე წლიური შეხვედრა თბილისში 2-5 მაისს ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები