იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტორტონას პოლიციამ დააკავა ველოსიპედისტი, რომელმაც თავის ორბორბლიან ტრანსპორტზე აქსელერატორი დააყენა. ველოსიპედი ქუჩაში 25 კმ/სთ-ზე უფრო მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და პოლიციელების ყურადღების ქვეშაც სწორედ ამის გამო მოექცა.
როგორც საქმის დეტალების გამოძიების შემდეგ დადგინდა, ველოსიპედის მაქსიმალური სიჩქარე 60 კმ/სთ-ია. თუმცა, ასეთ დროს სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის მოწმობაა საჭირო, რაც კრეატიულ ველოსიპედისტს არ აღმოაჩნდა.
შესაბამისად, კანონდამრღვევი 5 ათასი ევროთი დააჯარიმეს, ველოსიპედი კი საერთოდ ჩამოართვეს.
პოლიციამ ყველა მოქალაქე გააფრთხილა, რომ ველოსიპედის ტუნინგისგან თავი შეიკავონ, რადგან ეს ძალიან სახიფათოა.