იტალიაში წყალდიდობას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქალაქ ლივორნოში მაშველები 3 დაკარგულს ეძებენ. გადაუღებელი წვიმების გამო ქუჩები წყლით დაიტბორა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საგანგაშო ვითარება ტოსკანას რეგიონში ამ დრომდე გრძელდება.
მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და სასმელი წყალი.