LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელ კარაბინერებს რობოტი-ძაღლი დაეხმარება

125
medium_2023-12-20-2dcce28767

იტალიელ კარაბინერებს ახალი კოლეგა რობოტი ძაღლი ჰყავთ. ძაღლს მათ სახელიც მოუფიქრეს და ელვა დაარქვეს. რობოტის მიზანი ასაფეთქებელი მოწყობილობების განეიტრალება იქნება, წერს გამოცემა Slovenia post.

პოლიციის რობოტი დისტანციურად, პლანშეტით იმართება და საქმის კეთება 150 მეტრის მანძილზე შეუძლია. ელვა ისეთ ადგილებში შეძლებს გადაადგილებას, სადაც მანქანები როგორც წესი, ვერ დადიან.

რკინის ძაღლს კიბეებზე ასვლა და ჩასვლა შეეძლება, დამოუკიდებლად გახსნის კარებს და გადალახავს წინაღობას, ასევე შეადგენს ადგილის რუკას ლაზერული სისტემების დახმარებით. ასეთი მოწყობილობების საშუალებით კარაბინერები მინიმალური ასაფეთქებელი ნივთიერებების პოვნასაც კი მარტივად შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები