LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელებმა ღვინისგან სანიტაიზერი დაამზადეს

122
covid19italiwine

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ღვინის მწარმოებლებს ტონობით გაუყიდავი პროდუქცია დარჩათ. 2020 წლის მოსავლის აღების შემდეგ კი მარაგები სულ გადაივსო.

პანდემიამ გამოიწვია პროცესი, რომელიც მეღვინეებს ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ დასიზმრებიათ.

არაერთი კონსილიუმის და ბევრი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ ღვინო ფუჭად არ დაკარგულიყო და მისგან სადეზინფექციო ხსნარი დაემზადებინათ.

გადაწყვეტილება მთავრობასაც მოეწონა და შესაბამისი განკარგულება გამოსცა.

ალკოჰოლის მწარმოებელი ნაციონალური კომპანიის Assodistil–ის პრეზიდენტის ანტონიო ემალდის აზრით, სანიტაიზერი გაუყიდავი ღვინის თავიდან მოშორების საუკეთესო გზაა.

„რეზერვუარებში მოთავსებული ღვინისგან ეთილის სპირტს მივიღებთ. მიღებულ პროდუქტს მაქსიმალურად გავწმინდავთ და ფარმაცევტული მოთხოვნების შესაბამის გელს დავამზადებთ. ამას მოყვება შესაფუთი სამუშაოები და ღვინის სანიტაიზერი მაღაზიებისა და აფთიაქების დახლებზე გამოჩნდება“

მეღვინეები დარწმუნებული არიან, რომ სანიტაიზერი COVID-19–ით გამოწვეული კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g