49 წლის სკანდალური იტალიელი მილიარდერი ჯანლუკა ვიკი, რომელიც ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ცეცხლოცვანი ცეკვით გახდა პოპულარული, ამჯერად მოსკოვში იმყოფება. მეგობარ გოგონასთან, ჯორჯია გაბრიელთან ერთად ჯანლუკა ვიკი LF City Awards-ის წვეულებას დაესწრო. საკუთარი ვიზიტი კი მილიარდერემა ახალი ცეკვით დაანონსა, რომლის ვიდეოც ცხადია უკვე სოციალურ ქსელშია.
„ცხოვრება ირონიაა. მე ასეთი მხიარული ადამიანი ვარ და სერიოზულად ნუ მიმიღებთ. ადამიანები, რომლებიც არასოდეს იცინიან, ძალიან უბედურები არიან. იმისთვის, რომ იცხოვრო კარგად, უნდა გააკეთო ყველაფერი. აუცილებელია ცეკვა, კარგი განწყობა და პოზიტივი“ – აცხადებს ჯანლუკა ვიკი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.
https://www.instagram.com/p/BMhN_BkDU9x/