LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის მთავრობამ Fiat Topolino-ს გაყიდვა აკრძალა. მიზეზი ძარაზე დატანილი დროშაა

117
Fiat Topolino

Fiat Topolino-ს პარტია პოლიციამ ძარაზე დროშის გამო დააკავა. 134 მიკროქარისგან შემდგარი პარტია იტალიური ქალაქის, ლივორნოს პორტში გააჩერეს. მიზეზი – ე.წ. „დამზადებულია იტალიაში“-ს კანონის დარღვევაში შეტანილი ეჭვია. ელექტროქარების აწყობისას Fiat-მა იტალიის მცირე ზომის დროშა დაიტანა ძარაზე, რაც მთავრობის აზრით კლიენტებისთვის დამაბნეველი იქნება, რამეთუ მანქანა არა იტალიაში, არამედ მაროკოშია აწყობილი.

როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, ზოგადად ხელისუფლება Stellantis-ის მიმართ ბოლო პერიოდში ძალიან მტრულადაა განწყობილი, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას და წარმოების შედარებით იაფ ქვეყნებში გადატანას უკავშირდება. ტურინში უკვე გაიფიცნენ მუშები, რაც მომავალ გათავისუფლებებს უკავშირდება.

რაც შეეხება კანონს, რომელზეც აპელირებს პოლიცია, ის 2003 წლით თარიღდება. კანონი კრძალავს პროდუქციის შემოტანას ან გატანას „წარმომავლობის გაყალბებით“. ამ შემთხვევაში პრობლემა გახდა დროშა, რომელმაც წარმოების ქვეყანასთან დაკავშირებით შესაძლოა ცდომილება გამოიწვიოს.

კანონდამრღვევებს ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 10 ათასიდან 250 ათას ევროს გადახდა მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები