LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის პრემიერი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უკრაინისთვის, გარდა იტალიისა, ყველა დიდი ქვეყანა ეწინააღმდეგება

89
მარიო დრაგი

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგის განცხადებით, იტალიის გარდა, უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროკავშირის ყველა დიდი სახელმწიფო ეწინააღმდეგება.

ინფორმაციას ამის შესახებ „Європейська правда“ იტალიურ გამოცემა Ansa-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება ევროკავშირის თითქმის ყველა დიდი სახელმწიფო, მე ვიტყოდი ყველა, იტალიის გარდა“, – განაცხადა დრაგიმ.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება ამ ქვეყნების წინააღმდეგობის გამო ამჟამად არაპროგნოზირებადია.

„მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული უკრაინის სწრაფი მოძრაობა ევროკავშირისკენ და მეჩვენება, რომ ევროკომისია ასევე ეთანხმება ამ თვალსაზრისს“, – დასძინა დრაგიმ.

იტალიის პრემიერი: პუტინთან საუბარს აზრი არ აქვს

შეთანხმება შედგა: იტალია რუსულ გაზს ანაცვლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები