LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიურ კუნძულზე მდებარე ციხეს კულტურის ცენტრად გადააქცევენ

46
Screenshot 2022-02-18 105340

იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კუნძულ სანტო-სტეფანოზე მდებარე XVIII საუკუნის ციხე მთლიანად განაახლოს.

წლების წინ მიტოვებული ადგილი კულტურის ცენტრად უნდა გადააქციონ და მის მონახულებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

ციხისა და ახლო მდებარე ობიექტების აღსადგენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მილიონი ევრო გამოიყო.

კუნძული ამჟამად დაუსახლებელია, თუმცა უახლოეს მომავალში იქ ღია ცის ქვეშ გახსნილი მუზეუმი, ბაღები და სემინარების ჩასატარებლად საკონფერენციო დარბაზები მოეწყობა. გარდა ამისა, ყოფილ ციხეში ხელოვანი ადამიანებისთვის პატარა რეზიდენციასაც გააკეთებენ. პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ ახალი კულტურის ცენტრი წელიწადში 40 ათას ვიზიტორს მიიზიდავს.

აღსანიშნავია, რომ ციხეს მართლაც დიდი ისტორია აქვს, ის 1797 წელს გაიხსნა და 1965 წლამდე ფუნქციონირებდა. ფაშისტური რეჟიმის დროს ციხეში ყოფნა არაერთ ცნობილ პოლიტიკოსს, მეცნიერსა თუ ხელოვანს მოუხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები