კომპანია ”იტამ” (”იბერია ტექ ავტომოტივი”) ახალი ფილიალი გახსნა. სერვისცენტრი ქათარაძის #1 ნომერში, ”გუდვილის” ეზოში განთავსდა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული ფილიალის უპირატესობა მისი სისწრაფეა.
”ეს არის სწრაფი სერვისცენტი, სადაც ნებისმიერ პირს შეუძლია მოვიდეს და ოპერატიულად შეაკეთოს საკუთარი ავტომობილი. გარდა ამისა, შეიძინოს საჭირო პროდუქცია. ამას, თან ჩვენთან ნებისმიერ შენაძენზე 30%- იანი ფასდაკლება მოქმედებს. ასევე, სულ მცირე 1 ლარის დანახარჯზე მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს შემდეგ მომსახურებას: სალონში არა სასიამოვნო სუნის გაქრობა, აკუმულატორის და სამუხრუჭე სისტემის შემოწმება”, – განაცხადეს ”იბერია ტექ ავტომოტივში”.
როგორც აქ განმარტეს, ახალი ფილიალი მუშაობს 10:00 სთ.-დან 21:00 სთ.-მდე. ქავთარაძის პირველ ნომერში მოსულ კლიენტს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს : საბურავი, ზეთი , ფილტრი, სავალი ნაწილი, აკუმულატორი, ანთების სანთელი “სვეჩი”, ჰაერმზომი “ვოზდუხამერი”, ანთების კოჭა “ბაბინა”, ნათურა, ლამბდა ზონდი, ძრავის ბალიში, გადაცემათა კოლოფის ბალიში, ხუნდიები და სხვა. რაც შეეხება მომსახურებას, ”იბერია ტექ ავტომოტივი” მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ სერვისს: ელექტრო დიაგნოსტიკა, ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეცვლა, აკუმულატორის შეცვლა, ხუნდებისა და საყრდენი დისკის გამოცვლა, დიზელისა და ბენზინის ძრავის შეკეთება.
ცნობისთვის, კომპანია ”იტა” (იბერია ტექ ავტომოტივი) 2007 წელს დაარსდა.იგი წარმოადგენს ”იბერია ბიზნეს ჯგუფში” შემავალ ერთ-ერთ კომპანიას და მუშაობს რამდენიმე მიმართულებით – სათადარიგო ნაწილები, სავაჭრო ობიექტები და ავტო მომსახურება. ფლობს იმპორტული პროდუქციის სადისტრიბუციო ქსელს, რომელიც მოიცავს როგორც თბილისს, ასევე დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებს.
კომპანია ახორციელებს ავტოსათადარიგო ნაწილების, ავტოდიაგნოსტიუკური დანადგარების, საბურავების, აკუმლატორების, საცხებ-საპოხი მასალების, ავტოსერვისის დანადგარების და ავჭურვილობის, საავტომობილო აქსესუარების და ავტოქიმიური პროდუქციის იმპორტს ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტებიდან.
ამ ეტაპზე ”იტა” წარმოდგენილია 2 ფილიალით: მარშალ გელოვანის #36; პ. ქავთარაძის #1 (გუდვილის ეზოში).