„ყველამ იცის, რომ კულისებს მიღმა ივანიშვილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი გადაწყვეტილებების გარეშე მმართველ პარტიაში არაფერი ხდება“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.
როგორც მან ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, მისი აზრით, შესაძლოა შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ინსტიტუტების შესწავლა იყოს.
„დიახ, სანქცია პირველად იყო ნახსენები ოფიციალურ დოკუმენტში, მაგრამ როდესაც ბიბლიას ვკითხულობთ, იქ წერია, რომ ჯერ იყო სიტყვა – ჩვენ ვიწყებთ იდეით და შემდეგ ვმოქმედებთ.
ჩემი აზრით, შემდგომი ნაბიჯი იქნება ინსტიტუტები. შესაძლოა, ზოგიერთმა ქვეყანამ შეისწავლოს სიტუაცია საქართველოში და გაიგოს, რომ პრობლემის სათავე ისაა, რაც კომისიის რეკომენდაციებში წერია – ქვეყნის ოლიგარქიზაცია.
როდესაც დემოკრატია იმარჯვებს, მაგრამ ზოგიერთი მდიდარი ადამიანი მდიდარი ადამიანი მძევლად იყვანს ქვეყანას და როგორც საკუთრებას, ისე ექცევა.“ – განაცხადა ევროპარლამენტარმა.