LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუნა შაფათავა: რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდ რაოდენობით მაქვს სექსი

296

გადაცემის სტუმარი იუნა შაფათავა იყო. საუბარი მისი ცხოვრების გარშემო წარიმართა.

– იუნა, სულ თავიდან დავიწყოთ… როგორ გახდი სექს-სიმბოლო?
– მე არ ვთვლი, რომ სექს-სიმბოლო ვარ, ასეთ შემთხვევაში ახლა დუბაიში უნდა ვიჯდე და ძვირადღირებულ კოქტეილს ვსვამდე… მაგრამ ვიცი, რომ ხალხს ვუყვარვარ, განსაკუთრებით მამაკაცებს.  ვერ გეტყვით, რომ არ მიყვარს ეს სტატუსი. ვარ ქალი, რომელიც მამაკაცებს ძალიან უყვართ.

რამდენი წლის იყავი, როდესაც ეს გზა აირჩიე?
– არანაირი გზა არ ამირჩევია… მე ვირჩევდი „სორბონას“ და „ოქსფორდს“, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორიც ვარ, ეს ვარ, ვერ დავმალავ ტემპერამენტს და მარტო მე არ ვარ ასეთი. მაგალითად სტივენ ტაილერი, დაბერდა და ისევ ისეთი გიჟია.

– როგორ გგონია, რატომ არ არის სექსი საქართველოში?
– არის, როგორ არ არის, უბრალოდ ძალიან ცოტაა და მალულად, იმიტომ, რომ ითვლება, რომ ჩვენი რელიგიური თვალსაზრისიდან გამომდინარე, თავშეკავება კარგია. ნამდვილად კარგია და არაფერი რელიგიურობის საწინააღმდეგო არ მაქვს, თავადაც ეკლესიური ვარ, მაგრამ მრუშობა რომ ჰქვია ამ ყველაფერს, ეგ არ არის სწორი.

ხშირად გაკრიტიკებენ, არ მოსწონთ შენი ცხოვრება…
– არ იციან როგორ ვცხოვრობ და თან ყველას კრიტიკას ვერ მიიღებ.

არასოდეს ლაპარაკობ პირადზე…
– ძალიან ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ არასოდეს არავინ იცის ვინ იყო ან არის ჩემს გვერდით.

– არის ვინმე?
– ყოველთვის.
გარყვნილება რას ნიშნავს?
– ნორმის იქით გადახრას. 40 წლის ვხდები და ვერ მივხვდი რა არის ნორმა და ვისთვის რას წარმოადგენს ნორმა.

რატომ საუბრობენ სულ შენზე?
– განსხვავებულ სიბრტყეში ვიმყოფები.
– რას ურჩევდი მანდილოსნებს?
– ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის სექსი, რომელიც შეიძლება გქონდეს ბევრთან, მაგრამ წარმატებული იყოს მხოლოდ ერთთან. მე ქალბატონებს წარმატებას ვუსურვებ, განვითარებას, მოძრაობას.

– რატომ გარბიან ქართველი მამაკაცები რუსეთსა და უკრაინაში?
– იმიტომ, რომ იქ თავისუფლებაა. ჩვენთან გაუაზრებელი თავისუფლებაა, რაც ქაოსს ქმნის. სხვაობა ჩვენსა და მათ შორის არის ის, რომ როდესაც რუს ქალბატონს ყვავილს ჩუქნი, მას სიამოვნებს და კაციც მარტივად იგებს ამ ყველაფერს და როდესაც ქართველ გოგონას ჩუქნი, მამაკაცი იძაბება, რადგან ფიქრობს, რომ ქალმა სხვანაირად გაიგო და მას ცოლობა უნდა. ეს არის შეცდომა და მინდა ყველა კაცმა იცოდეს, რომ ასე არ არის.

შენ საიდან მიხვდი ამ ყველაფერს?
– გამოცდილებიდან. მე საკმაოდ დიდხანს ვიყავი გათხოვილი ნამდვილ ქართველ მამაკაცზე. ბოლოს დავშორდით ისევ და ისევ მსოფლმხედველობის გამო.

არ მოგწონს ქართველი კაცები?
– რა თქმა უნდა, თავადაც გიჟდებიან ჩემზე.

– რამდენი ქმარი გყავდა?
– ერთი.
რატომ დაშორდი?
– მსოფლმხედველობის გამო. ყოველი ჩემი გასვლა სახლიდან ჩხუბი იყო. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და მიყვარდა გამომწვევი ტანსაცმლის ჩაცმა. ამაში იყო საქმე, მე ვერ შევიცვლებოდი და არ იცოდა მან. ან რატომ უნდა შევცვლილიყავი? ფიზიკურ შეხებამდეც მიდიოდა ყველაფერი და ამის ატანა შეუძლებელი იყო. ეს ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი ჩემს წიგნში.

ანუ გცემდა მეუღლე?
– კი, ძალადობის ძალიან სერიოზული სერიები იყო ჩემს ცხოვრებაში. მუდმივი ძალადობა იყო ეს.
რამდენ ხანს გაუძელი ამ ყველაფერს?
– 10 წელი.
რატომ უძლებდი?
– მიყვარდა, ძალიან მიყვარდა.

რა იყო ამ ყველაფრის პიკი?
– თავში ტყვია მესროლა… ეს იყო ის, რაც ვერ ავიტანე და წამოვედი.

როგორ დაშორდით  ერთმანეთს?
– რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩვენ მეგობრებად დავრჩით, მაგრამ ბოლოს დაიჭირეს და იქ დასრულდა ურთიერთობა.
შვილი რომ გყოლოდა, შენარჩუნდებოდა შენი ოჯახი?
– არა.

როდესაც დარჩი ოჯახის გარეშე, როგორ განვითარდა შენი ცხოვრება?
– გენიალურად. არანაირი ურთიერთობა ჩემს ყოფილ ოჯახთან არ მაქვს.

კინოში სექსის სცენაზე მოგვიყევი…
– ძალიან მენატრება ეს ყველაფერი, არაჩვეულებრივი განცდაა, როდესაც ხარ ქალი და გაქვს სექსი საყვარელ ადამიანთან და ამისი თამაში, თორემ რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდ რაოდენობით მაქვს სექსი.

რა არ მოგწონს ქართველ ქალებში?
– შებოჭილობა, ტყუილი. შეუძლიათ ტყუილში ცხოვრება ქმრებთან, ბოიფრენდებთან, დედამთილებთან. მე არ შემიძლია.

დღეს მარტო ხარ?
– მარტო არასოდეს არ ვარ, მაგრამ სერიოზულ ურთიერთობებს გავურბივარ.

როგორ უნდა შეგაყვაროს მამაკაცმა თავი?
– ძალიან უნდა ვუყვარდე, მაგრამ მთავარია გადამეტებული არ მოუვიდეს, ასევე უნდა იყოს ჭკვიანი.

– ასაკით პატარა ბიჭებთან თუ გაქვს ურთიერთობა?
– ძალიან აგვურბივარ ამ ფაქტორს. ხშირად ასაკს მალავენ, მაგრამ მაინც ვხვდები, როდესაც პატარები არიან. თუ ბიჭი შვილად მეკუთვნის, მასთან ურთიერთობას არ ვიწყებ.

– როგორია შენი იდეალური მამაკაცი?
– დამოუკდიებელი, ძლიერი, სპორტული, მობილური.

მოგვიყევი შენს წიგნზე, რაზეა ის?
– ყველაფერზე, ქალისა და მამაკაცის შეცდომებზე, რჩევებზე, ბევრი ვნება და გულახდილი ისტორიაა ამ წიგნში, ბევრი ცნობილი სახელიც შეგხვდებათ, რაც მთავარია, ყველაფერი რეალური ისტორიაა. ბევრი რამ არც დამიწერია, რადგან ეს იქნებოდა აბსოლუტური შოკი.

როგორია შეყვარებული იუნა?
– ძალიან დამთმობი. როდესაც გიყვარს და კომპრომისზე მიდიხარ, ხშირად ცუდად სარგებლობენ. გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ასეთი აღარ უნდა ვიყო.
როგორი დედა იქნები?
– გიჟი დედა ვიქნები ალბათ.
ნანობ რამეს?
– რა თქმა უნდა, მაგრამ რაც იყო, იყო.

წარმატებებს გისურვებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები