LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იური ლუჟკოვი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას უგუნურ და გაუგებარ ქმედებას უწოდებს

50

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას „შავ სიაში“ მის ჩასმასთან დაკავშირებით უგუნურ და გაუგებარ ქმედებას უწოდებს.  „რია ნოვოსტის” ინფორმაციით,  ლუჟკოვი მიიჩნევს, რომ  ასეთი სახის გადაწყვეტილებები ჩნდება რაღაც ქმედებების შემდეგ, რომლებიც მიმართულია საქართველოს ან რომელიმე ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. “ამ შემთხვევაში მე საქართველოში ვიყავი, როგორც ტურისტი. ტურისტულ ჯგუფში ჩვენი მგზავრობა გაფორმებული იყო ქართული ტურისტული სააგენტოს მეშვეობით“, – განაცხადა ლუჟკოვმა.

საქართველოს შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და ის საქართველოში ვეღარ შემოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g