LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რეგლამენტის დარღვევით აირჩა” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

სამწუხაროა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით იქნა არჩეული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე პოლემიკის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ბიურომ საკითხი ცნობად უნდა მიიღოს.

დარღვევებზე საუბრობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანიც. მისი განცახდებით, პროცედურა, რომელიც იურიდიულ კომიტეტში წარიმართა, რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

კახიანის განმარტებით, ეს მხოლოდ მისი აზრია და მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იურიდიული ძალა არ აქვს.

მისივე თქმით, მან თავად მოისმინა სხვების მოსაზრებაც ამ საკითხებზე და დარწმუნდა, რომ რეგლამენტის ეს ნაწილი სწორად განმარტა.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულმა კომიტეტმა დღეს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გედევან ფოფხაძე აირჩია.

პოპულარულები