უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალ უცხოელ მებრძოლებს შორის არიან დევნილობაში მცხოვრები დისიდენტები ბელარუსიდან.
მათ შორისაა პაველ კულაჟენკო, რომელიც ამერიკაში 2011 წლიდან ცხოვრობს.
პაველთან ინტერვიუ ჩაწერა BBC-იმ.
ინტერვიუში პაველი საუბრობს, რატომ გადაწყვიტა, მოძმე უკრაინელების მხარეს ებრძოლა.
პაველი ბატალიონ “კასტუსია კალინოვსკის” მებრძოლი გახდა.

„ახლა უნდა აირჩიო, ვინ ხარ. თავისუფალი უკრაინის გარეშე არც თავისუფალი ბელარუსი იქნება. ეს ისტორიული შანსია.
თუ ხელიდან გავუშვებთ, არავინ იცის კიდევ როდის მოგვეცემა მსგავსი შესაძლებლობა. ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ბატალიონ კასტუსია კალინოვსკის სახით ხალხს სთავაზობს ადგილს ბელარუსის გამათავისუფლებელი ჯარის ჩამოსაყალიბებლად“, – ამბობს პაველ კულაჟენკო და დასძენს:
„არჩევანის დროა ყველა ჩვენგანისთვის. მესმის, რომ თავისუფალი უკრაინის გარეშე ბელარუსში თავისუფლება არ იქნება. ჩემთვის როგორც ბელარუსისთვის, ეს ისტორიული შანსი და თუ მოგვენატრა, უცნობია როდის მოვა ისევ.
უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მომავალში ბელარუსის განმათავისუფლებელი არმიის შექმნის პლატფორმას უზრუნველყოფს, რომელიც კასტუსია კალინოვსკის ბატალიონის ბაზაზე შეიქმნება“.

ის მიიჩნევს, რომ უკრაინის ოკუპანტებისგან გათავისუფლება ბელარუსი მოხალისეებისთვის N1 დავალებაა, ლუკაშენკას რეჟიმის დამხობა კი საბოლოო გაჩერება.
რა ვიცით, პაველ კულაჟენკოზე.
დაიბადა ბელარუსში 1984 წელს. საბრძოლო ხელოვნების ვარჯიში 8 წლის ასაკიდან დაიწყო.
თავიდან იყო კარატე, შემდეგ ორთაბრძოლები, შემდეგ კრივი.
შვიდი წლის განმავლობაში მსახურობდა სპეცდანიშნულების რაზმებში.

დაამთავრა ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ამ დროის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტ შეჯიბრსა და ტურნირში.
2013 წელს კიკბოქსინგში აშშ-ს ღია პირველობაზე (ჩემპიონატზე) პირველი ადგილი დაიკავა.

ის არის წევრი მოძრაობის „წინააღმდეგობა“, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ შეიქმნა.
უკრაინაში საომრად წასვლამდე ამბობდა, რომ მისი ცხოვრების წესით კმაყოფილი იყო.
„თავს ვგრძნობ მოტივირებულად და ენერგიულად და არ მეშინია მომავლის, ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრებით ტკბობა, კვების გეგმების წერა, ეს ისაა, რაც ნამდვილად მუშაობს“. – ამბობდა პაველი.
2013 წელს ნიუ-იორკში მისი გარეგნობით ფოტოგრაფები დაინტერესდნენ. ნიუ იორკში რამდენიმე ფოტოსესიაც ჰქონდა.
მედიაში არ ვრცელდება ინფორმაცია მის პირად ცხოვრებაზე. ამის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ვერც მის სოციალური ქსელების საშუალებით ხდება შესაძლებელი.



