LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსკი საქართველოში რიგით მესამე ფილიალს გახსნის

1085

სკანდინავიური ბრენდი “იუსკი” საქართველოში შემოსვლის 1 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანია ამ ეტაპზე საქართველოში 2 ფილიალითაა წარმოდგენილი: პირველი მაღაზია თბილისში 2016 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა, მეორე მაღაზია კი ქალაქ ბათუმში 2017 წლის 8 ივლისს.

ამასთან, უახლოეს პერიოდში რიგით მესამე ფილიალიც გაიხსნება. ობიექტი ახალ სავაჭრო ცენტრ ”გალერია თბილისში”, 550 კვადრატულ მეტრზე განთავსდება და ადგილზე 15 ადამიანი დასაქმდება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ”იუსკი” გეგმავს, 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს გაახაროს თავისი მომხმარებელი უპრეცენდენტო ფასდაკლებით , -30% სრულ ასორტიმენტზე და ასევე გარკვეულ შენაძენზე დაასაჩუქროს.

მათივე ცნობით, ფასდაკლება გაგრძელდება  2 დღე. 30 სექტემბერს თბილისის მაღაზია იმუშავებს ღამის 12 საათამდე, ხოლო 1 ოქტომბერს ბათუმის ფილიალი იმუშავებს ამავე დრომდე.  

”ეწვიეთ ”იუკის” მაღაზიას, შეიძინეთ ავეჯი, სახლის აქსესუარები , ტექსტილი,  ა.შ. დიდი ფასდაკლებით და მიიღეთ საჩუქრები! გელოდებით სიურპრიზებით აღსავსე დღესასწაულზე ”იუსკის” მაღაზიებში”,- აცხადებენ სკანდინავიურ ბრენდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები