LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიომ“ 30 წლის იუბილე საქველმოქმედო აუქციონით აღნიშნა

670
დიო


კომპანიამ „დიო“ დაარსებიდან 30 წლის იუბილე სასტუმროში „ბილტმორი“ გრანდიოზული, თუმცა ამავდროულად საოცრად თბილი საღამოს ორგანიზებით აღნიშნა, სადაც საკუთარ პარტნიორებს, ერთგულ მომხმარებლებსა და დამფუძნებლებს უმასპინძლა.

10 ივნისი, ეს თარიღი ჩვენთვის მხოლოდ ბიზნესის წარმატების, სამი ათწლეულის გამოცდილებისა და ლიდერობის სიმბოლო არ არის. წლების განმავლობაში ჩვენ ვისწავლეთ ყველაზე მთავარი – წარმატება აზრს კარგავს, თუ მას სხვებს არ ვუზიარებთ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ეს საზეიმო დღე კიდევ ერთი დიდი და კეთილი საქმის საწყისად გვექცია. ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა, რომ „დიოს“ მისია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტის შექმნით არ შემოიფარგლება და ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ბევრად მეტს მოიცავს.

ხელოვნება სიცოცხლისა და იმედისთვის

ამ საღამოს მთავარ იდეად და ცენტრალურ მოვლენად „დიომ“ საქველმოქმედო აუქციონი აქცია, სადაც ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი საოცარი ნამუშევრები გამოიფინა. ჩვენ გვინდოდა, ხელოვნების ძალისხმევით, სინათლე და იმედი შეგვეტანა იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

მოხარულები და ამაყები ვართ, რომ ჩვენმა წამოწყებამ მოლოდინს გადააჭარბა: აუქციონზე წარმოდგენილი აბსოლუტურად ყველა ნახატი გაიყიდა!

„დიოს“ მიერ ორგანიზებული აუქციონიდან შემოსული სრული თანხა – 53 210 ლარი  მთლიანად გადაირიცხა ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა / Firefly World“ ანგარიშზე. ეს არის ჩვენი საერთო წვლილი იმ პატარების მხარდასაჭერად, რომლებსაც განსაკუთრებული ზრუნვა და სითბო სჭირდებათ.

მადლიერება, რომელიც გვაერთიანებს

ეს დიდი და მნიშვნელოვანი საქმე ვერ შედგებოდა იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც გვერდით დაგვიდგნენ და გამოყვნენ ჩვენს ინიციატივას.

  • მადლობა ნიჭიერ მხატვრებს, რომლებმაც საკუთარი შემოქმედება და გული გაიღეს „დიოს“ ამ იდეისთვის. თქვენმა ხელოვნებამ რეალური ცვლილებების მოხდენის შესაძლებლობა მოგვცა.
  • განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორებსა და კლიენტებს, რომლებიც საღამოს ეწვივნენ და აუქციონში აქტიურად ჩაერთვნენ. საოცარია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ საქმიანი ინტერესები კი არ გვაკავშირებს, არამედ საერთო ღირებულებებიც. თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ კეთილ საქმეში „დიოს“ საიმედო დასაყრდენი ხართ და ჩვენთან ერთად ქმნით სიკეთეს.

ამაყები და ბედნიერები ვართ, რომ ერთად შევძელით იმედის სხივის შეტანა იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. გვჯერა, რომ ჩვენი 30 წლიანი გამოცდილება და ეს ნაბიჯი სტიმული იქნება სხვა კომპანიებისთვისაც, რათა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს.

ერთად ჩვენ იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე უბრალოდ საქმის კეთებაა!

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g