იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ ინოფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
რატი ბრეგაძემ კელი დეგნანს სამინისტროს პრიორიტეტები და ის სიახლეები გააცნო, რომლებზედაც მუშაობა უკვე დაწყებულია.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აშშ-ს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა უკვე 25 წელია, არსებობს და ის მოიცავს მართლმსაჯულების, სისხლის სამართლის, პენიტენციური სისტემების სფეროებს.
აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსთან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის პრიორიტეტების შესაბამისად თანამშრომლობის სფეროები კიდევ უფრო გაფართოვდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.