LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის მინისტრი: „ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება“

124
Untitled design

პარლამენტში დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს უსმენენ. რატი ბრეგაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, უწყების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს მგზავრობა კიდევ უფრო გაუმარტივდებათ და ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება:

„იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წელს წარმატებით გაიარა ევროკომისიის მიერ აკრედიტებული კომპანიის აუდიტი, რომლის თანახმად, საქართველოს ელექტრონული ხელმოწერა სრულად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს.

ამჟამად სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული. ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საფუძველს ქმნის ქართული კომპანიებისთვის გააფართოონ საქმიანობა ევროკავშირის ბაზარზე, უზრუნველყონ ეკონომიკური პროცესების მოქნილობა და შეამცირონ დანახარჯები.

ასევე, წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა სამგზავრო დოკუმენტების უტყუარობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რაც საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს მგზავრობას და ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება.

ეს არის საქართველოს მორიგი წარმატება დოკუმენტების უსაფრთხოების ნაწილშიც, რაც ვიზალიბერალიზაციის აუცილებელი პირობაა“, – თქვა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g