LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია

156
nino qadagize

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია.

გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად მიიღო. ნინო ქადაგიძემ საბჭოს წევრთა 12 ხმა მიიღო.

თავდაპირველი ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო ქადაგიძესთან ერთად, შალვა თადუმაძეც იყო დასახელებული.

საბჭოს არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ანა დოლიძემ კი, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ნინო ქადაგიძის კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

საბჭო მის მიერ დასახელებულ კანდიდატურას განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის. დეპუტატთა სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, კანდიდატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 10 წლის ვადით დაინიშნება.

შეგახსენებთ,  უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში დატოვა.

პოსტიდან წასვლის მიზეზად გვენეტაძემ ჯანმრთლობის მდგომარეობა და გერმანიაში მკურნალობის გაგრძელება დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები