საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სსიპ იუსტისიის სამინისტროს ქეთევან კობახიძემ 3 წლიანი დავა მოუგო.
მოპასუხეებს სამსახურიდან ქეთევან კობახიძის უკანონო გათავისუფლებისთვის კომპენსაციის სახით 55 000 ლარის ანაზღაურების გადახდა დაევალათ.
სამინისტროს სსიპ-ის ყოფილი თანამშრომლის ინტერესებს სასამართლოში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტები ოლიკო შერმადინი და თეონა ზაქარაშვილი იცავდნენ.
ქეთევან კობახიძე 2013 წლის 14 იანვრიდან სსიპ. იუსტიციის სახლის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კონკურსის წესით დაინიშნა. ხოლო 2014 წლის 2 ივნისს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით ადმინისტრაციული გადაცდომის მოტივით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქეთევან კობახიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, რადგან ქალბატონი ქეთევანის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია.