LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იუთუბი“ პლატფორმიდან არასარწმუნო სამედიცინო ინფორმაციის შემცველ ვიდეოებს შლის

159
youtube

„იუთუბი“ პლატფორმიდან არასარწმუნო სამედიცინო ინფორმაციის შემცველ ვიდეოებს შლის. პირველ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ონკოლოგიურ დაავადებებს, შემდეგ კი ახალი წესები სხვა სამედიცინო ვიდეოებზეც გავრცელდება.

ახალ წესებში კონკრეტული მაგალითებიც არის მოყვანილი: კერძოდ, არ შეიძლება ინფორმაციის გავრცელება, თითქოს რაიმე დაავადების განკურნება შესაძლებელია ოზონოთერაპიითა და სხვა საშუალებებით, რომლებმაც შესაძლოა ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. ასევე არ შეიძლება იმის თქმა, თითქოს კოვიდი არ არსებობს, ვაქცინები კი აუტისტური სპექტრის აშლილობას იწვევს.

„იუთუბი“ ახალ ფუნქციას ცდის, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ვიდეოების სხვა ენებზე დუბლირება შეუძლია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები