LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 6 ბავშვი შემოიყვანეს, მათგან 5-ის მდგომარეობა იყო მძიმე და ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ

244
საშიში პიროტექნიკა

„პიროტექნიკით დაშავებული 6 ბავშვი იყო შემოყვანილი იაშვილის კლინიკაში, მათგან 5-ის მდგომარეობა იყო მძიმე და მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. 4 აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, წლიდან წლამდე პიროტექნიკით დაშავებულ ბავშვთა რიცხვი არ იკლებს.

„ყოვლად აუხსნელია მშობლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ბავშვების ჯანმრთელობის მიმართ, რაც მართლაც შემაშფოთებელია. ყოველწლიურად ასეთი ბავშვების რაოდენობა არ იკლებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევებში ხშირია არამხოლოდ დამწვრობა, არამედ, სამწუხაროდ, ხელის გარკვეული ნაწილის დაკარგვაც კი, რაც ბავშვებს მთელი ცხოვრების დაღს ასვამს. ფაქტია, რომ ეს არის ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია, რომელიც გვიჯდება ბავშვების ჯანმრთელობის ფასად“, – განაცხადა ჩხაიძემ.

თბილისში პიროტექნიკით 8 პირი დაშავდა, რეგიონებში 19 – რამდენი მათგანი მკურნალობს კლინიკაში

8 და 9 წლის ბავშვებს სახე და ორივე მტევანი დამწვარი აქვთ, 50% მოზარდი იყო – ქაშიბაძე პიროტექნიკით დაშავებულებზე

“სხვამ ისროლა და გამხიარულდა, ჩვენ კი ამოგვეწვა ყველაფერი” – რას წერს პიროტექნიკით დაზარალებული მოქალაქე

პოპულალურები