ახალი წლის დღეებში, ქვეყნის მასშტაბით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ათეულობით ადამიანი დააზარალა.
თბილისში პიროტექნიკით 8 პირი დაშავდა, რეგიონებში 19 – რამდენი მათგანი მკურნალობს კლინიკაში
ჯანმრთელობის დაზიანებასთან ერთად, მოქალაქეებს სხვადასხვა სახის მატერიალური ზიანიც მიადგა.
სოციალური ქსელის, “ფეისბუქის” ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში, მოქალაქე პიროტექნიკის შედეგად დამწვარი სახლის აივნის ფოტოებს აქვეყნებს:
“ესეც ჩვენი ახალი წელი. სხვა ისროლა და გამხიარულდა, ჩვენ კი ამოგვეწვა ყველაფერი.
ხალხო, გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის სიცოცხლეს”, – წერს ფეისბუქმომხმარებელი.
“ფორტუნა” დაზარალებულს დაუკავშირდა. კითხვაზე, ცეცხლი ნამდვილად პიროტექნიკის შედეგად გაჩნდა თუ არა, ლალი მაღლაკელიძე გვპასუხობს, რომ სხვანაირად ვერ გაჩნდებოდა.
როგორც ლალი მაღლაკელიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, შემთხვევა 31 დეკემბრის ღამით, თბილისში, მუხიანში მოხდა.
როგორც დაზარალებული ამბობს, ამ დროს თავად დასავლეთში იმყოფებოდა. პიროტექნიკით გაჩენილი ხანძარი კი მეზობლებმა და სახანძროს ბრიგადებმა ჩააქრეს.
მისივე თქმით, დამწვარია აივანი, სადაც უამრავი ნივთს ინახავდა და ასევე დამწვარია კარ-ფანჯრები:
“სახლის შიდა ნაწილი სასწაულად გადარჩა, თუმცა ფანჯრები გატყდა. მეორე დღესვე ჩამოვედი და ასე დამხვდა”, – უთხრა “ფორტუნას” დაზარალებულმა.