LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: ჯანმო გვაფრთხილებს, რომ გრიპის შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება

186
BeFunky-collage (4)

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გრიპის შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ “იმედის” ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ვაქცინები „ომიკრონზე“ ნაკლებად მოქმედებს თუ არა.

„ინფორმაცია, არის თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ უფრო მეტად საშიში, ვიდრე – „დელტა“, ჯერჯერობით არ გვაქვს. არც ის არის ცნობილი, მოქმედებენ თუ არა ვაქცინები უფრო ნაკლებად „ომიკრონზე“.

წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ გრიპის შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება და მზადება ამ პერიოდისთვის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ვაქცინაციას გულისხმობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g