LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: „ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის პიკი გადასულია, B ტიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 49%-ს შეადგენს… არ აქვს მნიშვნელობა „ღორის გრიპი“ გაქვთ თუ B ტიპის ვირუსი, ორივეს იდენტური ჯანმრთელობის რისკები აქვს“

315
ივანე ჩხაიძე

„ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის პიკი გადასულია – B ტიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 49%-ს შეადგენს“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, „მნიშვნელობა არ აქვს, „ღორის გრიპი“ გაქვთ თუ B ტიპის ვირუსი, რადგან ორივეს იდენტური ჯანმრთელობის რისკები აქვს და ორივე საყურადღებოა“.

„ქვეყანაში დეკემბრის ბოლო კვირიდან გრიპის ვირუსი დომინანტურია. იანვრის პირველი კვირის შემდეგ, გრიპის გავრცელების მაჩვენებელი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 50%-ზე ზემოთ არის. საქართველოში ყველა მეორე შემთხვევა კვლავ გრიპია.

იანვრის პირველი კვირიდან დაწყებული, თებერვლის მეორე კვირის ჩათვლით, გრიპის ვირუსის მაჩვენებელი 50%-ზე მეტია. ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ რომ გრიპის პიკი გადასულია.

იანვრის მეორე კვირიდან ქვეყანაში, უმრავლეს შემთხვევაში B ტიპის დადასტურებული შემთხვევები გვაქვს. B ტიპის ვირუსს განიხილავენ, როგორც „ღორის გრიპზე“ სუსტს. ეს არ არის სწორი! არ აქვს მნიშვნელობა B ტიპის ვირუსი გაქვთ თუ A, ორივე გრიპია და ჯანმრთელობის რისკები პრაქტიკულად იდენტურია. ახლა დომინანტურია B ტიპი. „ღორის გრიპის“ მაჩვენებელი 18% არის, B გრიპის – 49%. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გაქვს, „ღორის გრიპი“ თუ B ტიპის ვირუსი, ორივეს იდენტური ჯანმრთელობის რისკები აქვს, ორივე საყურადღებოა. მკურნალობა, რისკები, პრევენცია იდენტურია! ვინც ოთხკომპონენტიანი ვაქცინა გაიკეთა, მინდა იცოდეს, რომ მასში ზუსტად ეს ვარიანტები შედიოდნენ. აღნიშნული ვაქცინა გრიპის ორივე ვარიანტის მიმართ არის ეფექტური. ზუსტად ემთხვევა იმ ვირუსების გავრცელებას, რაც ახლა არის ქვეყანაში.

პედიატრიულ კლინიკებს რაც შეეხება, მიმართვიანობა მაღალია. თბილისში და რეგიონის დიდ პედიატრიულ კლინიკებში მიმართვიანობის უკან დგას მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციები, გრიპით გამოწვეული მიმართვიანობა. დეკემბრიდან დაწყებული სტაბილურად მაღალია მომართვიანობა. ეს გაზრდილი მომართვიანობა არ აჭარბებს იმ სტატისტიკას, რაც გვქონდა გასულ წელს, ან 2023 წელს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g