LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: თუ ინფიცირების რაოდენობა მკვეთრად გაიზრადება, გაიზრდება 3-4-ჯერ, ეს ჰოსპიტალური შემთხვევების მატებას გამოიწვევს

110
ვანო ჩხაიძე

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ამასთან იმ შემთხვევაში, თუკი ინფიცირების მაჩვენებელი გაიზრდება, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტლების ამუშავება უცილებელი გახდეს. 

„თუ ინფიცირების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, გაიზრდება 3-4-ჯერ, როგორც იმ ქვეყნებში, სადაც უკვე ეს სტატისტიკა გვაქვს, ეს გამოიწვევს ჰოსპიტალური შემთხვევების მატებას. თუ ეს მატება თუნდაც იმის მსგავსი იქნა, როგორც ინფიცირების შემთხვევებია, მაშინ შესაძლებელია, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების გამოყენება აუცილებელი გახდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ნუ გავთამამდებით იმით, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქია, კვალი აუცილებლად დარჩება: ამირან გამყრელიძე

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მუტაცია რომ განიცადა, კარგია, მაგრამ ნაადრევია საუბარი, რომ „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის დასაწყისია – ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g