LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი არ გამოვრიცხავს, რომ ზოგიერთ ბიზნესმენს დღესაც აქვს ნოსტალგია და უკან იყურება

58

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იგი არ გამოვრიცხავს, რომ ზოგიერთ ბიზნესმენს დღესაც აქვს ნოსტალგია და უკან იყურება.  ამის შესახებ ივანიშვილმა  ორგანიზაცია “მოქალაქის” ინიციატივით გამართულ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ იტყვის, რომ ვინმე მათ საკუთრებას უთვალთვალებს და “ვინმე აპირებს მათ ჯიბეში ჩაძრომას”.
“არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ ბიზნესმენს დღესაც აქვს ნოსტალგია და უკან იყურება. ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდნენ იმ გუნდთან. მაშინ რომ “ნაციონალურ მოძრაობას” გაემარჯვა და მართვის ის მოდელი გაგრძელებულიყო სად იქნებოდით დღეს თითოეული თქვენგანი? ყველაზე ახლოს მყოფნიც კი. შიდა ქონების გადანაწილების პროცესი გაგრძელდებოდა და ვინ სად აღმოჩნდებოდა ღმერთმა იცის.” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g