LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი და ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” ყრილობას ესწრებიან

40

სპორტის სასახლეში რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ ყრილობა დაიწყო, მას მოქმედ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მთავრობის ყოფილი მეთაურები, ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ესწრებიან. დარბაზში მათ გამოჩენას ტაშით შეხვდნენ.

ყრილობაზე პარტიის წევრებმა გიორგი კვირიკაშვილი პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

ყრილობა ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ გახსნა სიტყვით. სპორტის სასახლეში დელეგატების გარდა საზოგადოების კულტურის, ბიზნესის და სპორტის სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g