LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის დაფინანსებით ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი ხორციელდება

154

ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის, “ცერნის” მონაწილეობით ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების უნიკალური პროექტი ხორციელდება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, კვირეული კარგად გამოხატავს საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას განათლებისა და მეცნიერების მიმართ.

“ეს დღე საქართველოში პირველად აღინიშნება ასე მასშტაბურად და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველწლიურად გაგრძელდება და ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდება. ეს არის სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა, ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, ასევე ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა, იდეების გაცვლა ფართო საზოგადოებისთვის, ასევე საერთაშორისო გაღრმავება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ახალგაზრდა მკვლევარების ჩართულობა, მათი მოტივაციის გაზრდა, სტუდენტების და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება ამ კუთხით, მათი ჩართულობა სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციებში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, გამოფენაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ “ცერნის” ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მოძრავი გამოფენა დაათვალიერონ.

“მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ “ფონდ ქართუს” დაფინანსებით, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის “ცერნის” მონაწილებით ხორციელდება ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების უნიკალური პროექტი, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისთვის, ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g