პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ის, რის გამოც ფარცხალაძის წინააღმდეგ ასეთი ზომა გამოიყენეს, ბევრისთვის შიშის საფუძველი უნდა იყოს.
„სანქციაც არის და სანქციაც. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ცალკე გამოყოფილია თავი რუსეთის მავნებლურ გავლენაზე საქართველოში, სადაც სწორედ ოთარ ფარცხალაძე არის მხილებული ფსბ-სთან [„ეფესბესთან“] ერთად სპეცოპერაციაში, რომ საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ შეიცვალოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრი.
აშშ რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან და საქართველოდან 150-ზე მეტ ბიზნესსა და ინდივიდს ასანქცირებს
აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
ანუ, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი მონა დაასანქციერეს ფსბ-სთან ერთად საქართველოში ანტიდასავლური მოქმედებებისთვის. ბევრის ადგილას შემეშინდებოდა“. – წერს ელენე ხოშტარია.