LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის ნიღბები და წითელი ნაფეხურები: პარლამენტში ირაკლი შოთაძის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

177
86727884-203055467749467-1268003718784090112-n

საკანონმდებლო ორგანოში, გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენის დაწყებამდე ინცინდენტი მოხდა. „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა დარბაზში შეიჭრნენ.

ელენე ხოშტარიასა და თინა ბოკუჩავას ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბები ეკეთათ.
ხოშტარია კომიტეტის სხდომაზე სიის დარიგებას ცდილობდა, სადაც მისი თქმით, პოლიტპატიმრების სია ეწერა. ხოშტარიას კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

როგორც ვატყობ, თქვენ გინდათ ამ სკამზე ბრძანდებოდეთ და დაბრძანდით, – მიმართა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს თინა ბოკუჩავას, რომელიც შოთაძესთან მივიდა და სია და ფოტოები გადასცა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ელენე ხოშტარიამ და თინა ბოკუჩავამ დატოვეს და კომიტეტზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა მიმდინარეობს.

მომხდარი პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ შეაფასა და აღნიშნა, რომ პერფორმანსი „ძალიან შემაძრწუნებელი იყო“.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბევრი ადამიანი გააუბედურეს და დღეს ისე იქცევიან, თითქოს „დემოკრატიის ერთადერთი მაძებრები“ არიან.

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, კი “ლელო საქართველოსთვის” და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის კომიტეტში გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენას აპროტესტებენ.

მათ პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებულ ქუჩაზე წითელი საღებავით ნაფეხურები დახატეს, რაც აქტივისტების განმარტებით, ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდს ასახავს.

“ეს არის სიმბოლო დღევანდელი პროკურატურის, ფარცხალაძის, შოთაძის” – აქტივისტებმა პარლამენტთან ბოტასები მიიტანეს

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g