LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილმა კვირიკაშვილში საკუთარი”ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი” ნახა

51

გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის „ახალგაზრდობის ოცნების ადამიანია“, ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტელევიზიების ჟურნალისტებთან, „ტექნოპარკში“ მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.
„გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის აღმოჩენაა ადამიანობის, წესიერების, უანგარობის და იმის განწყობის, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს და მხოლოდ იგივე დანიშნულება და იგივე მიზანი აქვს გიორგისაც. ქონებრივად შეიძლება უფრო მეტი გამაჩნდეს, მაგრამ გიორგის ჩემზე არანაკლები განწყობა აქვს და ამისთვის არის მთავრობაში. მარტო გიორგი არ არის ასეთი, სხვებიც არიან, მაგრამ გიორგიზე შემიძლია გავაკეთო განსაკუთრებული აქცენტი, რომ საოცარი პიროვნებაა. ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგიში, იმდენად დაბალანსებულია, იმდენად ადამიანურია, იმდენად კეთილშობილია და ამავდროულად არის ძალიან კარგი მენეჯერი, კარგი პროფესიონალი, ფინანსისტი და მხოლოდ იმ განწყობით გახლავთ მთავრობის მეთაური, რომ მოემსახუროს თავის ქვეყანას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g