LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილმა პირადადაც მითხრა, თქვენზე მეტი ვიცი, რა ხდება საპატრიარქოში.. მისი დიდი სურვილი იყო, გიორგი მამალაძე გამოსულიყო ციხიდან…“ – პეტრე ცაავა

168
BeFunky-collage (7)

„დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება ღთის წყალობაა, მინდა ოჯახს, შვილებს მივულოცო განსაკუთრებით და ყველა იმ ადამიანს, ვინც 2017 წლიდან დევნის ობიექტი გახდა სიმართლის მხარეს მყოფობის გამო“, – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ „ტვ პირველის“ ეთერში დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა თავისუფალია!“ – დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს

„არ ვაპირებთ მიმალვაში ყოფნას.. პასუხგაუცემელ კითხვებს პასუხი გაეცემა.. ჩემს ძმას არც ვინმესთან უვაჭრია და არც ივაჭრებს“ – რას ამბობენ პატიმრობიდან გათავისუფლებული დეკანოზი და მისი ძმა, თორნიკე მამალაძე

„2019-2020 წლებში თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დიდი სურვილი იყო, გიორგი მამალაძე გამოსულიყო ციხიდან… პირად საუბრებშიც უთქვამს, რომ ის იყო თანახმა, უბრალოდ, საპატრიარქოს წინააღმდეგობას ვერ იგერიებდნენ…

წინა საპარლამენტო არჩევნებისას ის ამ რისკზე ვერ წავიდა, მაგრამ ახლა ნამდვილად მან ეს შეძლო, ეს მისი პირადი… მე ვიცი, თავისი ცოდვები ეყოფა და გვეყოფა ყველას, მაგრამ ამ საკითხთან მიმართებით ნამდვილად ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც თვით საბჭოთა ხელისუფლება 90 წელს, [გიორგი მამალაძის პატიმრობიდან] 7 წლის შემდეგ უკვე ამას გააკეთებდა, მაშინ როცა თვეები ჰქონდა დარჩენილი საბჭოთა მმართველობისა, ასევე ხდება ეხლაც…

…ძალიან მარტივად და ცხადად გეტყვით – ივანიშვილმა პირადადაც მითხრა, მეუფე, მე თქვენზე მეტი ვიცი, პირადად ჩემი თვალით მაქვს ნანახი, და ვიცი, რა სიბინძურე ხდება ეკლესიაში და საპატრიარქოში, მაგრამ არჩევნები მოდის და მჭირდება ავტორიტეტული პატრიარქი და რეიტინგული ეკლესია, 2020 წელს…“

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ე.წ. უდოს საფუძველზე გათავისუფლდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განმარტავს, ე.წ. ციანიდის საქმეზე გასამართლებული გიორგი მამალაძის გათავისუფლების საფუძველი გახდა, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის თანხმობა მსჯავრდებულისთვის შეღავათების გამოყენებაზე. გიორგი მამალაძეს სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა.

დეკანოზი თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g