აქამდე თუ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისგან კრიტიკულ წერილებს დაახლოებით კვირაში ერთხელ იღებდა, ახლა, დღეში ქვეყანა და მმართველი გუნდი დღეში რამდენიმე კრიტიკულ გზავნილს იღებს. გერმანელმა პოლიტიკოსმა და ევროპარლამენტარმა ვიოლა ტაუბადელმა განაცხადა, რომ საქართველოში კრიტიკული ვითარებაა, რაც მისი თქმით იმან გამოიწვია, რომ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს, თან ისეთს, როგორი მას აწყობს.
ძალიან ნაყოფიერი იყო - კალაძე და კობახიძე სტრასბურგში ევროპარლამენტარებს შეხვდნენ
რა პასუხი აქვს ევროპარლამენტარების კრიტიკის მორიგ ტალღაზე "ქართულ ოცნებას"?
“მთავარი რამ, გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, საუბარი არ არის მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ საქმეზე, არის სხვა ბევრი საქმეც, რომლებიც არა არის გამჭვირვალე. ნათელი არ არის, რატომ უსჯიან ხალხს პატიმრობას. როგორ გადავჭრათ საარჩევნო სისტემა? იყო დაპირება და საჭიროა შეთანხმებას არჩევნებამდე მიაღწიონ. ვფიქრობ, ხალხი საქართველოში იმსახურებს, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. მთავრობაზეა დამოკიდებული წარმოადგინოს კომპრომისული ვარიანტი, რომელიც მისაღები იქნება.
ფაქტობრივად, ივანიშვილს არ აღელვებს ქვეყანა. ხალხი უნდა დაფიქრდეს, შემდეგ არჩევნებში ვის მისცეს ხმა”, – აცხადებს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, დღეს არაერთმა ევროპარლამენტარმა, ასევე საელჩოებმა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო უწყებებმა შეშფოთება და იმედგაცრუება გამოთქვეს გიგი უგულავას დაკავების გამო.
