LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის თვითშემოქმედებაა – ეს იყო შეკვეთილი ჯგუფური თავდასხმა“ – ნათია მეზვრიშვილი

166
ნათია მეზვრიშვილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ „ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის თვითშემოქმედებაა“.

მისივე განცხადებით, „ეს იყო შეკვეთილი ჯგუფური თავდასხმა“.

გიორგი გახარია: თავდასხმა იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება – თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს

„არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი [„ქართული ოცნების“ წევრებს]…შემდეგ თავს ჯგუფურად დამესხნენ, როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ დახმარება არ გამიწიეს, მე უბრალოდ გონზე ვერ მოვედი“ – გახარია სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტზე

„როგორც ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის თვითშემოქმედებაა. „ოცნების“ ბოლო დღეების პოზიციონირებაც ამას ადასტურებს. კარგია, რომ აცნობიერებს ამ თავდასხმის პოლიტიკურ, სამართლებრივ და საერთაშორისო შედეგებს. თუმცა, გაძრომის საშუალებას არ მოგცემთ!

თავდასხმის დღიდან ინტენსიურ გამოძიებას ვაწარმოებთ. მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ეს იყო შეკვეთილი, წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი ჯგუფური თავდასხმა. დაკვეთა – ივანიშვილის, აღსრულება – თავდამსხმელებთან ერთად სუს-ის და პოლიციის, „შერატონ ბათუმის“ დახმარებით.

გახარიას მთელი დღის განმავლობაში სუს-ი და პოლიცია აკონტროლებდა.

თავდამსხმელები წინასწარ იყვნენ განლაგებულები „შერატონ ბათუმის“ ლობიში, ბარის მხარეს და ელოდებოდნენ, გახარია როდის შემოვიდოდა. შემოსვლის ზუსტი დროის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ.

მეტიც, ჩვენმა გამოძიებამ გაარკვია, რომ „ოცნება“ წინასწარ იყო დალაგებული „შერატონთან“ 5 – ვარსკვლავიან სასტუმროში თავდასხმის დროს არც „რისეფშენი“ იყო და არც დაცვა. ამ წინასწარი გარიგების შედეგი იყო მათ შორის ის, რომ ბატონი ქორიძის ეპიზოდზე „შერატონს“ პოლიციაში არ დაურეკავს.

უამრავი დეტალი გვაქვს დადგენილი, როგორ და რატომ დააგვიანა პოლიციამ, როგორ ანადგურებდა მტკიცებულებებს „შერატონი“, სუს-ის წარმომადგენელი, გაწმენდის მიზნით, როგორ უმოწმებდა ტელეფონებს „შერატონის“ დაცვას, პოლიციამ იმავე ღამეს როგორ გაიტაცა უსაფრთხოების უფროსი (რომელიც კამერებზეა პასუხისმგებელი) და როგორ კოორდინირებულად მუშაობდა პროკურატურა და „შერატონი“ კამერების ჩანაწერების მძევლად ასაყვანად. არც ის დაგვრჩენია ყურადღების მიღმა აჭარის მთავრობა როგორ მუშაობს „შერატონის“ გენერალურ დირექტორთან და პროკურატურაში დალაგებულ ტექსტებს როგორ გვწერენ.

კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი დეტალია, რაც აუცილებლად იხილავს დღის სინათლეს და საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს იყო შეკვეთილი, წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი ჯგუფური თავდასხმა“,- წერს მეზვრიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g