რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციები არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც „საერთაშორისო იზოლაცია“ და აღნიშნა, რომ შეუძლიათ, აზიასთან, აფრიკასთან და ლათინურ ამერიკასთან ითანამშრომლონ.
„დასავლეთ ევროპით, აშშ-ით, კანადით და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოთი არ ისაზღვრება მსოფლიო. დანარჩენი ქვეყნები და რეგიონები ჩვენთვის გახსნილია. აზია, აფრიკა, ლათინური ამერიკა – ამ კონტინენტებზე შეგვიძლია წავიდეთ დასასვენებლად, გვქონდეს სავაჭრო ურთიერთობებიც,“ – განაცხადა ივანოვმა.