LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივარჯიშეთ ოთხფეხა მეგობართან ერთად

16

ძაღლი მხოლოდ კარგი მეგობარი როდია, მას შეუძლია ვარჯიშის დროს საუკეთესო პარტნიორიც გახდეს. გიცდიათ როდისმე თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად სარბენად გასვლა? თუ არა, მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინფორმაცია და დაეხმარეთ მას, რომ გახდეს თქვენი ვარჯიშის უცვლელი პარტნიორი.

 

სეირნობა

ყველაზე მარტივი თქვენს ძაღლთან ერთად სეირნობაა. მართალია მუსკულებს ვერ გაავარჯიშებთ, მაგრამ გაიჯანსაღებთ გულსისხლძარღვთა სისტემასა და ძვლებს, ამასთან ერთად მსგავსი ვარჯიში დეპრესიული პერიოდის გადატანაშიც დაგეხმარებათ. სეირნობით კმაყოფილი თქვენი ოთხფეხა მეგობარი, მსგავსი ვარჯიშების გამეორებას ყოველდღიურად მოგთხოვთ, რადგან თავს გალაღებულად და ჯანმრთელად იგრძნობს. რეკომენდებულია დროთა განმავლობაში ნაბიჯების მომატებაც.

 

ფრისბი

შენ დარბიხარ, ხტუნაობ, ავარჯიშებ ხელის კუნთს, ძაღლი კი უბრალოდ ერთობა. ფრისბით თამაშის დროს, მთელი სხეული დიდი დატვირთვით მუშაობს, შესაბამისად ვარჯიშობს კიდეც.  გართობის ასეთი საშუალება ორივე თქვენგანისთვის საუკეთესო გამაჯანსაღებელი ვარჯიშია.

 

დაბრკოლებების გადალახვა

გინდა საკუთარ თავს და ძაღლს კარდიო ვარჯიში მოუწყო? მაშინ გამოაბით ყელსაბამი მას და ირბინეთ მთაგორიან ადგილებში. ასეთი გართობით, თქვენი ოთხფეხა მეგობარი კიდევ უფრო მეტად მოახდენეს კონცეტრაციის ამაღლებას და ამასთანავე, ორივეს ერთად იდეალური კარდიო ვარჯიში გამოგივათ.

 

ველოსიპედი

ველოსიპედით სეირნობა, რომ იდეალური სავარჯიშოა ამაზე უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ. შესაბამისად, ნუ გაგიკვირდებათ თუ ამ სიაშიც მსგავს ვარჯიშზე მოგიწოდებთ. გამოაბით თქვეს ძაღლს საყელური და გაემართეთ სასეირნოდ, თქვენ ველოსპედით, ძაღლი კი „ფეხით“. გართობის ეს სტილი თქვენი კუნთოვანი სისტემის განვითარებაზე ზრუნავს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სიჩქარე მაქსიმალურად შეზღუდოთ, რადგან თქვენი ოთხფეხა მეგობარი არ გადაიტვირთოს.

 

ბურთი

ძაღლისთვის ბურთის გადაგდება, თუ თქვენ პასიურად იქნებით არანაირ სარგებელს არ მოგიტანთ. შესაბამისად, ეცადეთ აქტიურად ეთამაშოთ თქვენს ძაღლს. გართობის ეს საშუალება გაგივაჯიშებთ პრესს, ხოლო თქვენს ძაღლს უფრო მხიარულს და დამჯერს გახდის.

 

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გართობის საშუალებები თქვენს ოთხფეხა მეგობარზე უნდა იყოს მორგებული. რეკომენდებულია დრო და დრო სავარჯიშოების აჩქარება თუ აქტიურ ფასაზე გადაყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები