აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ამერიკის წამლის სააგენტოს განცხადებას ეხმიანება, სადაც ივერმექტინის კოვიდ-19-ის სამკურნალოდ გამოყენებასთან დაკავშირებით არის საუბარი.
ნანა გეგეჭკორი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ განცხადებაშიც და FDA-ს დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ექიმი ვუდოკის განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ „ივერმექტინის ეფექტურობას კოვიდ-19-ის სამკურნალოდ არც ერთი რანდომიზირებული კვლევა არ ადასტურებს და ექიმებმა უნდა შეწყვიტონ წამლის არამიზნობრივი გამოყენება“.
„ეს ფოტო ამშვენებს ამერიკის წამლის სააგენტოს განცხადებას ივერმექტინის კოვიდ-19-ის სამკურნალოდ გამოყენებასთან დაკავშირებით. ამასწინაც FDA-ს დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ექიმმა ვუდკოკმა, ინტერვიუში ახსენა, რომ სააგენტომ ასე შეახსენა ადამიანებს, ისინი ცხოველები არ არიან და არ უნდა მიიღონ მკურნალობა რომლის სარგებელი კვლევებით არ დასტურდება.
ამ განცხადებაშიც და ექიმი ვუდკოკის ინტერვიუშიც უმკაცრესად იყო ხაზგასმული, რომ ივერმექტინის ეფექტურობას კოვიდ-19-ის სამკურნალოდ არც ერთი რანდომიზირებული კვლევა არ ადასტურებს და ექიმებმა უნდა შეწყვიტონ წამლის არამიზნობრივი გამოყენება“, – წერს ნანა გეგეჭკორი.