LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივლისში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

120
TAV Georgia

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის TAV Georgia-ს ცნობით, აეროპორტებში ივლისში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 519 275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით, 29%-ით მეტია. ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 147 584  მგზავრი გადაიყვანა – აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წლის მონაცემებს 48%-ით აჭარბებს.

მგზავრთა მომსახურების ბოლო რეკორდული მაჩვენებელი თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 2018 წლის აგვისტოში დაფიქსირდა – თბილისში 461 161, ბათუმში კი – 121 295 მგზავრი.