16 ივნისიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi აბუ-დაბი-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით განაახლებს.
ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2021 წლის ივლისში დაიწყო.
Air Arabia Abu Dhabi არაბთა გაერთიანებული საემიროების ორი მსხვილი ავიაკომპანიის Air Arabia-სა და Etihad Airways-ის მიერ დაფუძნებული კომპანიაა. ავიაკომპანია ტრანზიტულ მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს, იფრინონ აბუ-დაბიდან ნებისმიერი მიმართულებით Etihad Airways-ის საშუალებით.