LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივნისის თვეში, ქვეყანაში იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც 9,600 ლარზე მეტი თვიური ხელფასი აქვს, კიდევ გაიზარდა – განახლებული სტატისტიკა გამოქვეყნდა

652
DSC_3944

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.7%-ით არის გაზრდილი.

2022 წლის ივნისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 22.9%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2022 წლის ივნისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 17.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის ივნისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.3%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 74%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის ივნისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.5% შეადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g