LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივნისს მეტად დამშვიდებულები შევხვდებით, თუ აპრილსა და მაისს ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით: ამირან გამყრელიძე

274
Capture-23

“თბილ ამინდებს მეტად დამშვიდებულები შევხვდებით, თუ აპრილსა და მაისს ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში 17 კლასტერული ეპიდაფეთქებაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მტკიცებით, ჯერჯერობით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, მისი სიტყვებით, „ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუკი ქვეყანაში არ იქნა რადიკალური ზომები მიღებული და არ მივყევით რეკომენდაციებს, შეიძლება დაიწყოს საყოველთაო გავრცელება“.

“როგორმე უნდა მოვითმინოთ და გარკვეული პერიოდი თავი შევიკავოთ წვეულებებისგან, რათქმაუნდა იმუნიზაციის და აცრების გააქტიურება მთავარია. თუ ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ, დიდი იმედი მაქვს, რომ ეპიდემიის შემდგომ განვითარებას შევაკავებთ. თუ აპრილსა და მაისს ამ მასშტაბს ეპიდსიტუაციით გავივლით, მაშინ თბილ ამინდებში, ივნისში შევალთ დამშვიდებულები, რომ ეპიდსიტუაცია აღარ გაუარესდება”,-განაცხადა ამიდან  გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ჩვიდმეტივე კლასტერი წვეულებებსა და ხალხმრავალ სუფრებს უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები