LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივნისში უნდა ვიყოთ შეთანხმებულები კოორდინაციის ფორმაზე – ბოკერია თვითმმართველობის არჩევნების სტრატეგიაზე

34
გიგა ბოკერია

გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ საერთო ოპოზიციური კოორდინაციის პროცესი სწრაფად დაიწყოს და სწრაფადვე დასრულდეს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდოამრემ გიგა ბოკერიამ თვითმმართველობის არჩევნების სტრატეგიასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩემი აზრით, ივნისის თვეში, ჩვენ, ოპოზიცია მთლიანად, ვისაც აქვს რეალური ამოცანა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, უნდა ვიყოთ შეთანხმებულები კოორდინაციის ფორმაზე, რომ საზოგადოებისთვის ნათელი იყოს, რა გზით, რა ტიპის შეთანხმებებით და კოორდინაციით გავდივართ თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორ ვემზადებით ვადამდელი არჩევნებისთვის.

უახლოეს მომავალში კონსულტაციები უნდა დაიწყოს და უნდა დამთავრდეს სწრაფად, უნდა გავითვალისწინოთ მძიმე შეცდომის გამოცდილება, რომელიც ზოგიერთმა ჩვენმა პარტნიორმა წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში დაუშვა.

ერთ კანდიდატზე შეთანხმება საკმარისი არ არის, შეთანხმება და კოორდინაცია უნდა ეხებოდეს მთლიანად საკითხების სპექტრს და იმ გეგმას, როგორი კოორდინაციით გადიხარ მთელ ქვეყანაში ან მის საკვანძო ადგილებში მაინც. აშკარაა, რომ ნიკა მელია განხილვის მთავარი საგანი იქნება, როგორც ფიგურა ამ წინასაარჩევნო პერიოდისა“. – განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება ნიკა მელიას დამოკიდებულებას, ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას იქამდე ვერ მიიღებს სანამ ყველა მის კოლეგას არ შეხვდება და კონსულტაციებს არ გამართავს.

თუ ოპოზიციურ პარტიებს კოორდინაცია არ ექნებათ, თბილისში ათივე ოლქს „ოცნება“ მოიგებს – მელია კონსულტაციებს იწყებს

დიდი ალბათობით, კენჭისყრა იქნება – შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g