“საუბარი იმაზე, რომ კოორდინაციის გარეშე შესაძლებელია წარმატების მიღწევა, რბილად რომ ვთქვა, სინამდვილეს არ შეესაბამება,- – ამბობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გათავისუფლებული თავმჯდომარე.
ნიკა მელია მიიჩენვს, რომ თვითმართველობის არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაციაა საჭირო.
მისივე განმარტებით, თუ სოფლად კანდიდატები და მერობის კანდიდატები ყველა ოპოზიციას თავისი ეყოლა, კლიმატი არ იქნება საბრძოლო.
„მაღალი დონის კოორდინაცია უნდა იყოს, მაინცდამაინც რატომ მიმდინარეობს საუბარი თბილისის მერობის კანდიდატზე ძალიან მიკვირს. მე რამდენადაც საქმის კურსში ვარ, თბილისის მასშტაბით 10 მაჟორიტარული ოლქი იქნება და არა – 25. თუ ოპოზიციურ პარტიებს არ ექნებათ კოორდინაცია, ათივე ოლქს მოიგებს „ქართული ოცნება“. მაგალითად: საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – თუ ოპოზიციას ეყოლება ექვსი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ხელისუფლებას ერთი, მოიგებს. ვიღაცა თუ ამბობს, არ შეიძლება აქ კოორდინაცია, ვიღაცის ქოლგის ქვეშ ეს კონფრონტაციული საუბარია. მესამე ცენტრობა რატომ უნდა გინდოდეს, მე პირველი ცენტრობა მინდა. 43% ძნელად მისაღწევია, პლიუს მიცემული გვაქვს 150 000 – ხმიანი ფორა. რეგიონებში როდესაც არჩევნები ტარდება, დავინახეთ როგორი ძალადობა და რეპრესიებია. ყველა პარტიული სია უნდა იყოს დამოუკიდებლად წარმოდგენილი. თუ სოფლად კანდიდატები და მერობის კანდიდატები ყველა ოპოზიციას თავისი ეყოლა კლიმატი არ იქნება საბრძოლო. გავატარებთ კამპანიას ერთმანეთის ჭამაში. მაშინ ვაღიაროთ, რომ 2024 წლამდე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იქნება”,- განაცხადა ნიკა მელიამ.
როგორც ენმ-ს თავმჯდომარე აცხადებს, უახლოეს მომავალში იწყებს კონსულტაციებს პარტნიორებთან.
“მე მექნება კონსულტაცია ყველა ჩვენს პარტნიორთან, ვისაუბრებ, ჩემს გულისტკივილს ვეტყვი, ჩემს ხედვას გავაცნობ, მათსას მოვისმენ, ამის შემდეგ ვიქნები ძალიან გულწრფელი საზოგადოებასთან. ამ პირობას ვდებ ნამდვილად” – აღნიშნა მელიამ “მთავარ არხთან”.
ნიკა მელიამ საპატიმროში 2 თვეზე მეტი გაატარა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.
მან ციხე გუშინ დატოვა. ენმ-ს თავმჯდომარეს რუსთავში მდებარე საპყრობილესთან ოჯახის წევრები და თანაგუნდელები დახვდნენ.
“სუპები, მჟაუნას და რაგუს წვნიანი…” – როგორ დაიკლო ნიკა მელიამ 24 კილო